სასტუმრო ქვევრები - გაეცანით კახეთის ღვინის კულტურას
გამორჩეული დასვენება
საქართველოს ღვინის რეგიონში - კახეთში, სოფელ შალაურში, ულამაზეს ფერდობზე განთავსებულია სასტუმრო „ქვევრები“. ეს უნიკალური სივრცე სტუმრებს სრულიად განსხვავებულ დასვენებას სთავაზობს. ოთახები ღვინის ტრადიციული ჭურჭლის ქვევრის ფორმის დიზაინითაა შექმნილი. აქ სტუმრებს შეუძლიათ სრულად შეიგრძნონ ქართული ტრადიცია და დატკბნენ კავკასიონის მთების შთამბეჭდავი ხედებით.
ოთახები
სასტუმროს გამორჩეული ღირსშესანიშნაობა ქართული მეღვინეობის სიმბოლოდ ქცეული — ქვევრის ფორმის უნიკალური ოთახებია. ქვევრის ოთახები მყუდრო და კომფორტულია, თითოეული მათგანიდან იშლება კავკასიონის ქედის თვალწარმტაცი ხედი.
სასტუმროს მთავარ შენობაში ასევე დაგხვდებათ მაქსიმალური კომფორტისათვის კეთილმოწყობილი ოთახები აივნებითა და ტერასებით.
დაისვენეთ ბუნების წიაღში, დატკბით შალაურის სუფთა ჰაერით, ისიამოვნეთ ალაზნის ველისა და კავკასიონის პანორამული ხედებით და დააგემოვნეთ ჩვენი ღვინო.


რესტორანი
რესტორანი „ამფორა“ გიმასპინძლებთ ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძებით. ჩვენთან კერძები მზადდება ბუნებრივი და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით.
უგემრიელესი კერძები და ვენახების თვალწარმტაცი ხედები ერთად ქმნის დაუვიწყარ გამოცდილებას — განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ყველაფერს ჩვენი მრავალფეროვანი ქართული ღვინის კოლექცია ახლავს თან.
ღონისძიებები
სასტუმრო ქვევრები საუკეთესო ადგილია როგორც დაბადების დღის, ასევე საქორწილო წვეულების, კორპორატიული ან სხვა განსაკიუთრებული ღონისძების აღსანიშნად. ჩვენი გამოცდილი თანამშრომლები თქვენი საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინებით დაგეხმარებიან ღონისძიების ორგანიზებაში.
